„მიწის საკუთრებაზე გარკვეული შეზღუდვები უცხოურ ინვესტიციებს არანაირ პრობლემას არ შეუქმნის“

2017-06-19 19:39:25
194

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიწის საკუთრებაზე გარკვეული შეზღუდვები უცხოურ ინვესტიციებს არანაირ პრობლემას არ შეუქმნის.

„პირველ რიგში, ეს არის აუცილებელი პასუხი ჩვენი მოსახლეობის სურვილზე. ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, ფორმები, როგორებიცაა გრძელვადიანი იჯარა კვალიფიციური ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, ამ გზით შესაძლებელია, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შევუწყოთ ხელი ისე, რომ არანაირი შეფერხება არ მოხდეს. ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, არ არის მეტროაქტიული და არსებულ მფლობელობას არ ეხება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.