„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შეიძლება არა 2020, არამედ 2024 წლისთვის მოხდეს“

2017-06-19 12:52:19
60

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არა 2020, არამედ 2024 წლისთვის მოხდეს.

„სამწუხაროდ, ოპოზიციამ, კონსულტაციების სირთულის კუთხით, ჩაგვაყენა დღეს ისეთ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც გვქონდა ჩვენ 2015-2016 წლებში. მაშინ გახსოვთ , რომ მხოლოდ საფეხურებრივად გახდა შესაძლებელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ამ ინიციატივის წარდგენა და დღეს ვართ რეალურად იგივე რთულ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოგვიხდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არა 2020 არამედ 2024 წლიდან. დაველოდოთ კონსულტაციის შედეგებს.

ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება უკვე. რეალურად, წინა არჩევნებამდე მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა ამ მოდელით და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ ამან გახადოს კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი ახლა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ვერაფერს ვერ ვიტყვი ახლა. გრძელდება კონსულტაციების და ზეგისთვის, როცა დაიწყება საპარლამენტო განხილვები, გამოიკვეთება რეალურად, თუ როდის და როგორ გადავალთ პროპორციულ სისტემაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.