„ვერც ქართული მხარე და ვერც საერთაშორისო თანამეგობრობა შეეგუებიან იმას, რომ მკვლელი თავისუფლად დადიოდეს"

2017-06-19 11:34:46
209

ხვალ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია დაგეგმილი. ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელის სისხლის სამართლის პასუხსიმგებლობისგან გათავსიუფლებას გააპროტესტებს და ქანჯი-ოღლის დასჯის საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს.

დაგეგმილია ცხინვალელი ძალოვანების მიერ დაკავებული გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხის დაყენებაც.


"ვერც ქართული მხარე და ვერც საერთაშორისო თანამეგობრობა შეეგუება იმას, რომ მკვლელი ასეთი არსებითი მტკიცებულებების შემთხვევაშიც კი თავისუფლად დადიოდეს," - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიგა ოთხოზორია ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გასული წლის 19 მაისს მოკლეს. მკვლელს ქართულმა მართლმსაჯულებამ მრავალწლიანი სასჯელი დაუსწრებლად განუსაზღვრა.

ამ დროისთვის მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

რამდენიმე კვირის წინ კი ცნობილი გახდა, რომ აფხაზურმა ე.წ. პროკურატურამ ქანჯი-ოღლის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.