სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოცხადდა

2017-06-16 21:17:41
70

საქართველოს პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე  “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ჩერდება.

ეს ქვეპუნქტი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასვლის საკითხს ითვალისწინებს.

ამასთან, ამ კანონის ამოქმედებამდე შეძენილ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე შეზღუდვა არ გავრცელდება.