„კონსტიტუციაში არ უნდა ჩაიწეროს ისეთი რამ, რაც პარლამენტში უმრავლესობას სრულ კონტროლს მიანიჭებს“

2017-06-16 20:14:10
263

„პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე დემოკრატიულია ქვეყნისათვის“, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზა ქართულ მხარეს, რათა უმრავლესობასა და დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსის დაცვა მოხერხდეს. 

„ახლა ეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე. ჩვენ სხვადასხვა საშუალება შევთავაზეთ, მაგალითად, პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პარტიისთვის მანდატების პროპორციულად გადანაწილება. სხვა მხრივ თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი შეთავაზება ჩვენთვის მისაღებია.  ჩვენი მიზანია, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა არ იქნეს წარმოდგენილი, როგორც ძალაუფლების სრული მფლობელი. ჩვენი პოზიციაა, რომ კონსტიტუციაში არ ჩაიწეროს ისეთი რამ, რაც პარლამენტში უმრავლესობას სრულ კონტროლს მიანიჭებს, - ეს ევროპული ქვეყნის სტანდარტებს არ შეესაბამება. ეს ყველაფერი დამოკიდებული უნდა იყოს ქართულ საზოგადოებაზე - ვინ სურს, რომ იყოს წარმოადგენილი პარლამენტში“- განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.