აზერბაიჯანი ირანში სარკინიგზო ტვირთების მომსახურების ტერმინალებს ააშენებს

2017-06-14 19:08:48
368

აზერბაიჯანი ირანში სარკინიგზო ტვირთების მომსახურების 4 ტერმინალს ააშენებს და მართავს.

შესაბამის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანისა და ირანის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ხელი თეირანში გამართულ შეხვედრაზე მოაწერეს.

ხელშეკრულების მიხედვით, აზერბაიჯანის რკინიგზა ირანის ტერიტორიაზე კილომეტრნახევრიან სარკინიგზო ხაზს და მაღალი გამტარობის ოთხ სატვირთო ტერმინალს ააშენებს.

აღნიშნული სარკინიგზო ხაზი მას 15 წლით, ტერმინალები კი 25-წლიანი იჯარით გადაეცემა.

პროექტისგან მხარეები აზერბაიჯან-ირანის სარკინიგზო დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდას ელოდებიან.