თბილისის ზოოპარკში "ქვის ცხოველების ზოოპარკი" მოეწყო.

"მილიონები ჩვენ არ გვაქვს, რომ თვალის დახამხამებაში ყველა პრობლემა მოვაგვაროთ, ამიტომ ყოველდღიურად, ნელ-ნელა ვაკოწიწებთ პატარ-პატარა სილამაზეებს. ვბუჯურობთ რაღაცებს და შესაძლებლობების ფარგლებში, ხან იმას ვაკეთებთ, ხან - ამას. ამ ფაციფუცში ჩვენი მეგობრებიც გვეხმარებიან.

ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა და ნიჭიერმა გოგომ Tamuna Sidamonidze-მ ეს საოცარი ქვები გამოგვიგზავნა საჩუქრად და ზოოპარკის შემოსასვლელში ქვის პატარა ზოოპარკი მოვაწყეთ. შუმბაც აქაა, კარაკულაც, ბეგიც, სემუელიც თავისი ოჯახით, ჩვენი ლემურიკოებიცა და ირმებიც.

იმსიმძიმე ლოდებია, რამდენიმე ადამიანი ძლივს ახერხებდა აწევასა და დალაგებას. არადა, ამ მაგარმა გოგომ თვითონ მოაგროვა, მერე კი მოხატა და ჩვენ გამოგვიგზავნა. 

მადლობა თამუნას ამ არაჩვეულებრივი, ზოოპარკული საჩუქრისთვის!"- წერს თბილისის ზოოპარკი facebook გვერდზე.