აჭარაში მუშებმა შარაბიძეების ნაცვლად, შეცდომით მახვილაურის ხიდი დანგრიეს

2015-12-03 12:43:07
1560

აჭარაში მუშებმა შარაბიძეების ნაცვლად, შეცდომით მახვილაურის ხიდი დანგრიეს.

"აჭარის" ტელევიზიის ინფორმაციით, სოფელ შარაბიძეებში ხიდის ასაშენებლად აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 33 ათასი ლარი დახარჯა.

ვიდრე ტენდერში გამარჯვებული შპს "გლობალმშენი" სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებდა, კომპანიის თანამშრომლებმა შეცდომით მახვილაურში არსებული ხიდი დაანგრიეს, რის გამოც მუსხელიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ალტერნატიული გზით სარგებლობდნენ. იმას, რომ შპს "გლობალმშენმა" მახვილაურში ხიდი შეცდომით თვითნებურად დაანგრია, ბათუმის მერიაშიც ადასტურებენ.

"სოფელ შარაბიძეებსა და მახვილაურში არსებული ორივე ხიდის პროექტი თითქმის იდენტური იყო, სწორედ ამან განაპირობა ცდომილება" – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.