“ზებრაც შეიძლება პრეზიდენტი გახდეს”

2017-04-21 15:22:42
96

მესამე სექტორმა დახურული შეხვედრის დაწყებამდე, შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ პრეზიდენტის 300 ხმოსნის მიერ დებატების გარეშე არჩევის ახალი წესი, მათთვის მიუღებელია.

“ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე “ქართულ ოცნებას” პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის 300 ხმოსნის მიერ დებატების გარეშე არჩევა მისთვის მიუღებელია.

„რეალურად “ქართულმა ოცნებამ” მიიღო სრული პოლიტიკური ბოიკოტი და დარჩა მარტო თავის თავთან და თავის პროექტთან დაკავშირებით. პრეზიდენტს ირჩევს 300 ხმოსანი დებატების გარეშე. რის მიხედვით უნდა შეარჩიოს 300-მა ხმოსანმა კონკრეტული კანდიდატები თუ დებატები არ იქნა,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.  

საქართველოს “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია პრეზიდენტის არჩევის ახალ წესს აკრიტიკებს.

„თუ დებატები არა, მაშინ ზებრაც შეიძლება პრეზიდენტი გახდეს. ვფიქრობ, რომ კარები უნდა ავუტალახიანოთ ვენეციაში, იმიტომ, რომ ერთადერთი ბერკეტი რჩება საერთაშორისო,“ - აცხადებს პაატა დავითაია.

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა, საზოგადოებას ხვალ 13:30 საათზე პარლამენტის წინ შეკრებისკენ და ახალი კონსტიტუციის ვარიანტის გაკრიტიკებისკენ მოუწოდებს.