შსს-ს კუთვნილი ავტომანქანა ეზოში ჩავარდა

2017-04-21 13:22:18
331

თბილისში დღეს დილით ინციდენტი მოხდა. შსს კუთვნილი ავტომობილი, რომელიც ფანასკერტელის ქუჩის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა, ეზოში გადავარდა და დაიმტვრა. ავტომობილი ეზოში მდგარ მანქანას დაეცა და დააზიანა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხევიდან რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური გამოცხადდა. ადგილობრივების თქმით, მათი ეზოს თავზე გზა გადის, რომელსაც არ აქვს დამცავი ჯებირი და მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა. 

შსს–ში ადასტურებენ, რომ  მანქანა მათი უწყების საკუთრებაა და თბილისის პოლიციის სამმართველოს ერთერთ დანაყოფს ეკუთვნის.

წყარო „რუსთავი 2“