უნგრეთის პრემიერი:"CEU-ს არავითარი საფრთხე არ ემუქრება"

2017-04-21 13:03:43
219

"ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU) არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს" - ამის შესახებ ჟურნალისტებს, შესაბამისი კითხვის პასუხად, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) მხარდამჭერები უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს აქციით დახვდნენ. აქცია სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმის პარალელურად იმართება.

ვიქტორ ორბანი გიორგი კვირიკაშვილთან ერთად უკვე მივიდა „ქორთიარდ მარიოტში“.