Time-ის გავლენიან ადამიანთა რეიტინგში ფატუ ბენსუდა მოხვდა

2017-04-21 11:36:08
307

ჟურნალ Time-ის ყველაზე გავლენიან ადამიანთა რეიტინგში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდაც მოხვდა. ჰააგის სასამართლოს პროკურორთან ერთად Time-ის სიაში არიან პოლიტიკოსები დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ტერეზა მეი და კიმ ჩენ ინი. სიაში ასევე არიან ბიზნესმენები, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები და სპორტსმენები.