საგარეო უწყება პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს

2017-04-21 00:41:11
161

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, ნომერზე + 33 7 83 31 86 89.

პარიზში, ელისეის მინდვრებთან სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

პარიზში მომხდარი სროლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა. სროლის შედეგად კიდევ ერთი სამართალდამცველი დაიჭრა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ პარიზში ტერორისტული აქტი მოხდა.