"მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებაზე საბოლოო კონსენსუსი მიღწეული ჯერ არ არის"

2017-04-20 22:39:32
128

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის დახურული სხდომა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს ეხებოდა.   

როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ მდინარაძემ განუცხადა, კონსტიტუციურ ცვლილებებზე საყოველთაო-სახალხო განხილვები მაისის დასაწყისში უნდა დაიწყოს.

„მთავარ საკითხებზე ვილაპარაკეთ, მათ შორის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე. საბოლოო გადაწყვეტილებებზე კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდით. მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების და პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკითხზე საბოლოო კონსენსუსი მიღწეული ჯერ არ არის და პროექტში მმართველი გუნდის ხელმძღვანელების პოზიციაა წარმოდგენილი. პროექტის  ინიცირება ამ წესით მოხდება, თუმცა ბევრ საკითხთან დაკავშირებით  ცვლილებების დახვეწა მოხდება და გამორიცხული არ არის, გარკვეული ცვლილებები იყოს წარმოდგენილი, როცა სასესიო განხილვა მოხდება, თუმცა მმართველი გუნდის ხელმძღვანელობაში გადაწყვეტილება მიღებულია პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მდინარაძემ.