რაქვიაშვილი – რუსეთზე: "ამ ნაბიჯებს უნდა მოჰყვეს პოლიტიკური ფასი“

2017-04-20 15:55:20
252

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს, საფრთხის შემცველია - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არ უნა შეეგუოს რუსეთის ქმედებებს და ქვეყნის ანექსიისთვის რუსეთმა პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს, არის საფრთხის შემცველი. ამ ნაბიჯებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეგუოს არც საქართველოს ხელისუფლება და არც ჩვენი პარტნიორები, იმიტომ, რომ ეს არის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად იმ ღირებულებების სისტემის წინააღმდეგ მიმართული, რომელსაც დღეს თანამედროვე მსოფლიო ეყრდნობა.

საქართველომ ცალსახად უნდა განაცხადოს, რომ ამ ნაბიჯებს უნდა მოჰყვეს პოლიტიკური ფასი. რუსეთმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი და მეორე აუცილებელია დაიგეგმოს და განხორციელდეს ნაბიჯ-ნაბიჯ ანტიანექსიურიპოლიტიკა,“-განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.