«აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი აღარ არის»

2017-04-11 16:37:38
2114

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ყოველთვის სტაბილური და მეგობრული იყო. ამ ფონზე, როგორც საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის შედეგებმა წარმოაჩინა, საქართველოში გამოკითხულ რესპონდენტთა მესამედიც კი არ მიიჩნევს აზერბაიჯანს მისი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად.

კერძოდ, IRI-ს სოცილოგიური კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 42% საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად ევროკავშირს მიიჩმნევს, 33% - აშშ-ს, 29% - აზერბაიჯანს, 28% - უკრაინას, 14% - თურქეთს, 12% - სომხეთს. ამასთან, 73% საქართველოსთვის მთავარ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს ასახელებს (მასვე მიიჩნევს მთავარ ეკონომიკურ საფრთხედ 57%), 7% - აშშ-ს, 2% - ევროკავშირს.

პოლიტოლოგთა კლუბ «სამხრეთ კავკასიის» ხელმძღვანელ ილგარ ველიზადეს განცხადებით, აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებზე მხოლოდ სოციოლოგიური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით მსჯელობა არასწორი იქნება,თუმცა გარკვეული პრობლემები მართლაც არსებობს.

მისივე თქმით, «აზერბაიჯანთან კარგი, პარტნიორული ურთიერთობები საქართველოს პრეზიდენტების ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის დროს ჰქონდა, რადგან მაშინ ეს ასპექტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის იყო, სადღეისოდ კი აღნიშნული პოზიცია გარკვეულწილად გაქარწყლებულია».

«არ ვისურვებდი იმის თქმას,რომ ეს საქართველოს მხრიდან მიზანმიმართულად კეთდება, მაგრამ ეს არაშორსმჭვრეტელური მიდგომაა. ვერ დარჩება შეუმჩნეველი, რომ საქართველოში ჩამავალი ტურისტების რაოდენობით აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა და საქართველოს მოსახლეობას ამ ფაქტის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს. გადამცვლელ პუნქტებში თავისუფლად გადაცვლი მანათს ლარში. ტურისტული მარკეტინგი ითვალისწინებს აზერბაიჯანელი ტურისტების სურვილებს, რადგან აზერბაიჯანის მოქალაქეები დიდ ფულს ხარჯავენ ამ ქვეყანაში თავისუფალი დროის ტარებაში. ბრუნვამ კი უკვე მილიარდ დოლარს მიაღწია. მე არაერთხელ ვყოფილვარ საქართველოში, მოსახლეობა იქ ყოველთვის მხარს უჭერს აზერბაიჯანს, რომელსაც მეგობრულ ქვეყნად მიიჩნევენ. თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური წრეები საქართველოში სათანადოდ ვერ აფასებენ აზერბაიჯანის დახმარებას. ქართულ მხარეს უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირის ინტერესი ამ ქვეყნის მიმართ ერთ ჯაჭვშია აზერბაიჯანთან, რადგან სწორედ აზერბაიჯანია ევროპისთვის მნიშვნელოვანი რიგი პროექტების ინიციატორი», — განუცხადა Echo.az-ს ველიზადემ.