გარემოვაჭრეები თბილისის მერს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ

2017-04-11 14:29:16
396

 

თბილისის საკრებულოსთან გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს. მოვაჭრეები აპროტესტებენ მერიის გადაწყევტილებას, რომლის მიხედვითაც გარევაჭრობა აიკრძალა.

აქციის მონაწილეები საკრებულოსთან თბილისის მერს ელოდებიან და აცხადებენ, რომ დავით ნარმანიას სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.

მათივე თქმით,  აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.