ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“– წერს გრიბაუსკაიტე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.